გთავაზობთ 22 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი – Candice Swanepoel–ის მიერ
განხორციელებულ ფოტოსესიას, სადაც მომხიბვლელი ლამაზმანი – Victoria’s
Secret–ის შიდა საცვალს უწევს რეკლამირებას
თბილისის მოდის
კვირეული მეოთხედ ჩატარდა. ჩვენებები 6 დღეს გრძელდებოდა, რომელთა
ძირითადი მასპინძელი იუბილარი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" გახლდათ –
მას წელს 20 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღნიშვნა და მოდის კვირეულის გახსნის
ცერემონიალი ერთმანეთს შეუთავსეს და მთელ სასტუმროში დიდი საერთო წვეულება
გამართეს. დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა საზოგადოებას პერფორმანსი
შესთავაზა. სამ მომღერალ გოგონას ქეთი ორჯონიკიძეს, მარიკო ებრალიძეს და
ნესტან ჯიბლაძეს ფერადი, კრეატიული სასცენო კოსტიუმები ჩააცვა, ხოლო სანამ
მოდელები ჩვეულ სიბრტყეში – პოდიუმზე – გამოვიდოდნენ, მანამდე ჩვენება სამ
განზომილებაშიც მოეწყო. ორი ექსტრემალი მოდელი სასტუმროს სახურავიდან
ვერტიკალურად დაეშვა კედელზე, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.
]LILLY
LAB-ის გაზაფხული 2011 წელს საოცრად მკვეთრი და ნათელია. სწორედ ისეთი,
როგორიც ამ სეზონს უხდება. კოლექციის იდეა მდედრობითი სქესის
სკეიტბორდერებისთვის მაისურების შექმნისას დაიბადა და სერიოზული სახე
მუშაობის პროცესში მიეცა. თითქოს შემთხვევით მისხმული და არეული ნეონის
ნათელი ფერები განუმეორებელს გახდის გაზაფხულის მზიან დღეებს და მოუხდება
ყველას, ვისაც სურს იყოს ეფექტური.
ჟურნალი "ვოგი" სხვადასხვა ფოტოსესიებში ძირითადად წლის ან სეზონის საუკეთესო ტენდენციებს გვთავაზობს. ამჯერად გამოვლინდა 10 ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ლუქბუქი, რომელშიც ნამდვილად არის მოქცეული 2011 წლის ზაფხულის ტრენდები.