თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


  ტელეწამყვანსა და მოდელს, მომხიბვლელ ანი ქორქიას თავის მოვლისა და ჩაცმის თემაზე ვესაუბრეთ. გარდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისა და გარდერობზე საუბრისა, ანიმ მანდილოსნებს არაჩვეულებრივი რჩევებიც მისცა, რომლებიც, ვფიქრობ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

- ანი, რა დროს უთმობ საკუთარი თავის მოვლას?
- თავის მოვლას მთელ თავისუფალ დროს ვუთმობ, მაგრამ ვინაიდან თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, შეიძლება, ამ საქმეზე საათობით ვერ ვიყო გადართული. თუმცა როდესაც მაქვს თუნდაც ერთი თავისუფალი დღე და არ ვარ დატვირთული საქმით, დილიდან საღამომდე შემიძლია ჩავიტარო სხვადასხვა პროცედურა.

- ამ პროცედურებში რა შედის?
- მასაჟები, გამაჯანსაღებელი თე­რაპიები. ამ ეტაპზე არ მაქვს დრო იმისთვის, რომ სისტემატურად ვივარჯიშო, ამიტომ ვცდილობ, მასაჟებით ავინაზღაურო ყველაფერი, არ ამოვვარდე ფორმიდან.

- ვინაიდან ვარჯიშისთვის დრო არ გრჩება, წონის პრობლემა ხომ არ მოგეძალა?
- არა, მე შეიძლება, არ ვვარჯიშობ, მაგრამ პრესსა და მსგავს ელემენტარულ ვარჯიშებს სახლშიც ვაკეთებ. ვარეგულირებ კვებას და ვიტარებ სხვადასხვა პროცედურას, რომელიც წონის შენარჩუნებაში მეხმარება.

- სახლიდან გასასვლელად რომ მოემზადო, დიდი დრო გჭირდება? იყენებ თუ არა ყოველდღიურად მაკიაჟს?
- თუ 15 წუთი მაქვს, ამ დროში ვემზადები, თუ ორი საათი მაქვს, შემიძლია, ეს დრო მომზადებას დავუთმო. ჩემი დღის რეჟიმი იმდენად დამღლელია, ტელევიზიაში იმდენად ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება გადაღებების გამო, რომ ამ ყველაფერმა უკვე დამღალა, ამიტომ მირჩევნია, სადად გავიდე სახლიდან, ბუნებრივად გამშრალი თმითა და დატუშული წამწამებით.

- ესე იგი ბუნებრიობას ანიჭებ უპირატესობას...
- კი, მაგრამ ადრე ასე არ იყო. იმ ასაკში, როცა ბავშვობიდან გამოვდიოდი, გართულება მქონდა მაკიაჟზე, ოღონდ ბევრი წამესვა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მეუბნებოდნენ, ახალგაზრდა კანი გაქვს, რაში გჭირდება ასეთი რაღაცები, ბუნებრივად უფრო კარგი ხარ, ვიდრე მაკიაჟით და რატომ უნდა ეგონოთ, რომ მაკიაჟის დახმარებით ლამაზდებიო. ნელ-ნელა მეც მივედი ამ აზრამდე და მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა ზედმეტი დეკორატიული კოსმეტიკის გარეშე.

- კი თქვი, ბუნებრივად გამშრალი თმით გავდივარ შინიდანო, მაგრამ მაინც გვითხარი, როგორ უვლი თმას?
- ჩემი თმის მოვლა ისაა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, არ მივმართო სალონს, რადგან კვირაში რამდენჯერმე ისედაც მიწევს უამრავი მუსით, ლაქითა და სხვდასხვა საშუალებით თმის დაყენება, თუნდაც გადაღებებისთვის, ამიტომ ბოლოჭამიები რომ არ გამიჩნდეს, ვცდილობ თმა დავასვენო, დაბანის პროცესში გავიკეთო ნიღბები, რათა ჯანმრთელობა და ბზინვარება შეინარჩუნოს. ბუნებრივად კი სწორი და გრძელი თმა მაქვს.

- წინა დღეს ფიქრობ რა ჩაიცვა, თუ იმ დღის სამოსს ხასიათის მიხედვით ირჩევ?
- რამდენიმე წუთით ადრე ვფიქრობ, რა ჩავიცვა, მაშინაც კი, როცა წინა დღეს ვიცი, მეორე დღეს სად მივდივარ, სხვადასხვა სამოსის მორგება არ მჩვევია, ვიცი, რა და როგორ მაქვს, ამიტომ უბრალოდ გარდერობს გადავხედავ, რომ რომელიმე სამოსი არ გამომრჩეს.

- რა გაცვია ყოველდღიურად?
- სიცხეებიდან გამომდინარე ვერიდები გრძელი ჯინსის შარვლებისა და მკლავიანი მაისურების ჩაცმას, უფრო წვრილსამხრეებიან ზედებითა და შორტებით შემოვიფარგლები. კანზე ბევრი სამოსი რომ მეხება, მღლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცოტა სამოსი მაცვია და გამომწვევად გამოვიყურები (იცინის).

- როგორ ფეხსაცმელს ანიჭებ უპირატესობას?
- ფეხსაცმელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მასში ფული არ მენანება. შეიძლება, ჩემს გარდერობში ნახოთ როგორც სახელობითი სამოსი, ასევე არაბრენდული ნაწარმი. ყოფილა შემთხვევა, როცა შევსულვარ მაღაზიაში, მომწონებია რაღაც, საერთოდ ვერ გამირკვევია, ვისი შექმნილია, თუმცა მიყიდია. რაც შეეხება ფეხსაცმელს, თუ საშუალება გაქვს, აუცილებლად უნდა გქონდეს ძვირფასი და ხარისხიანი. როცა ფეხზე ხარისხიანი ფეხსაცმელი გაცვია, ბაწრით ტომარაც რომ შემოიკრა, მაინც შეიძლება განსაკუთრებულად გამოიყურებოდე (იღიმება). ალბათ მიხვდით, რომ ჩემთვის ფეხსაცმელს და მასთან ერთად ქამარს, ჩანთას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ალბათ მათ ერთმანეთს უხამებ...
- კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ, არ შემიძლია, სულ ერთ ფერში მეცვას, შეიძლება ლურჯი სარაფანი, ლურჯი ჩანთა და ფეხსაცმელი მეცვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ერთ ფერში ვარ გადაწყვეტილი, ასეთ შემთხვევაშიც კი ტონები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. შეიძლება კარგი რაღაცები გეცვას, მაგრამ როცა ფერთა შეხამება არ შეგიძლია, ეს ცუდია, სულ ერთ ფერში გამოწყობა მარტივი და პრიმიტიული ხერხია.

- აქვე გვითხარი, რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გარდერობში ყველა ფერის სამოსის ნახვა შეგიძლიათ, რადგან ძალიან მიყვარს სიჭრელე, თუმცა შავზეც არ ვამბობ უარს, ეს ხომ კლასიკაა. სულ მუქი ფერების ჩაცმა არც ზაფხულში და არც ზამთარში არ შემიძლია. ყველაზე ნაკლებად კი ყვითელი მაცვია.

Ambebi.Ge- აქსესუარებზეც გვითხარი ერთი-ორი სიტყვა, გიყვარს სამკაულები?
- სამკაულის მანიაკი ვარ, თან უპირატესობას ვანიჭებ ფერად და გამორჩეულ სამკაულებს, მაგრამ მაქვს ერთი უკიდურესობა, ვიცი ამოჩემება და ხშირად ერთსა და იმავეს ვიკეთებ, თუ, რა თქმა უნდა, ის ჩემს ჩაცმულობას უხდება.

- განვიხილოთ შოპინგის თემაც...
- როგორც ყველა მანდილოსანი, მეც შოპინგის მონა ვარ, მაგრამ არა მანიაკი (იცინის). არ მიჩნდება სურვილი, ყოველდღე რაღაც ახალი შევიძინო, უბრალოდ, არის დღეები, როცა საყიდლებზე მივდივარ. ზოგადად, სწრაფად ვპოულობ ჩემთვის სასურველ სამოსს. ვერ ვიტყვი, რამეში ფულის დახარჯვა მენანება-მეთქი, ამ მხრივ ხელმომჭირნე არ ვარ.

თუ ფული მაქვს, ეგრევე ვხარჯავ და მერე ჩემს დასა და მშობლებზე გადავდივარ, მაგრამ სიმართლე გითხრა, მშობლებისთვის ფულის თხოვნა მერიდება, რადგან ჩემი საქმე მაქვს, თან არაერთი: ვმუშაობ ტელევიზიაში, სხვადასხვა ადგილას პიარსამსახურში, ვარ ფოტომოდელი და თბილისის კვალობაზე ნორმალური ანაზღაურება მაქვს, ესეც რომ მეფლანგება და თვის ბოლოს დიდი ამბით ველოდები, მაშინ ფულის თხოვნა მერიდება, თუმცა ასეთ სიტუაციებში ლიკა მშველელად გამომიჩნდება ხოლმე (იღიმება). მასთან რა უნდა მომერიდოს, იგივე "მე" ვარ, ამიტომ ლიკას ვართმევ და მერე პატიოსნად ვუბრუნებ.

- დაბოლოს, როგორია შენი "რეცეპტი", რომ მუდამ კარგად გრძნობდე თავს და კარგად გამოიყურებოდე...
- მინდა ვთხოვო ყველა მანდილოსანს, რომ მიუხედავად საქმისა, ოჯახისა და დატვირთული გარემოსი, როგორც კი დრო გამოუჩნდებათ, ის აუცილებლად საკუთარ თავს მოახმარონ და თუნდაც სახლის პირობებში იზრუნონ თავიანთ გარეგნობაზე, რადგან რამდენიც უნდა ემსახურო ქმარსა და შვილს, ფიქრობენ, რომ ვალდებული ხარ და იმიტომ აკეთებ ამას. ასე რომ, უმჯობესია, ყველაფერთან ერთად საკუთარ თავზეც იზრუნო, რადგან ლამაზი დედა და ლამაზი ცოლი ყველას სიამოვნებს და უხარია.







  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0