თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
მომხიბვლელ მოდელ ანი ქორქიას სიყვარულის თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ. ანი საინტერესოდ და გახსნილად გვესაუბრა თაყვანისმცემლების, მათი საჩუქრებისა და რომანტიკული ისტორიების შესახებ.

- პრანჭია ბავშვი არ ვყოფილვარ, ვერც ვგრძნობდი, რომ უნდა გავპრანჭულიყავი, რადგან სხვანაირად ვიზრდებოდი. მიყვარდა ბიჭური თამაშები - ფეხბურთი, კალათბურთი, წრეში ბურთს საუკეთესოდ ვთამაშობდი, ვიყავი ცელქი და არ მქონდა გოგოს არანაირი თვისება (იღიმება), გარემოც ბიჭური მქონდა, რადგან ეზოში, უბანში თუ სანათესავოში ბიჭებით ვიყავი გარშემორტყმული.

- ამდენი ბიჭით გარშემორტყმულმა როდის იგრძენი სიმპათია საპირისპირო სქესისგან?
- ბევრი ბავშვი ბაღსა თუ სკოლაში უკვე შეყვარებულია, მე ასე არ ვიყავი, თუმცა ბიჭებისგან ყურადღება არ მაკლდა. სახლში კი არ უნდოდათ, რომ შეყვარებული მყოლოდა, ამიტომ სულ მეუბნებოდნენ, ჯერ პატარა ხარ, ადრეა, ბიჭებს იმიტომ უყვარხარ, რომ კარგად სწავლობ, როგორც კი მოიკოჭლებ ამ საკითხში, აღარ ეყვარებიო, მეც მიხაროდა და გიჟივით ვსწავლობდი.

- ალბათ თაყვანისმცემლები ყოველთვის მრავლად გყავდა.
- კი, რა თქმა უნდა, გრძნობას გამოხატავდნენ როგორც ბანალური ხერხებით, ასევე ორიგინალურადაც.

- აბა, ორიგინალურების შესახებ უფრო ვრცლად გვიამბე.

- იყო ეზოს ბუშტებით გავსება, ხეების - ნაძვის ხეების მოტანა. ასევე მაქვს ბევრი წერილი და ლექსი, ზოგ მათგანზე მეცინება, ზოგი კი მომწონს, თუმცა მათში მოიძებნება ურითმო ლექსები, არაფრის მომცემი ტექსტებითაც. სხვათა შორის, ჩემი თაყვანისმცემლები ერთმანეთს ყვავილების მრავლად გამოგზავნაში ეჯიბრებოდნენ.

- ეს როგორ?
- 16-17 წლის რომ ვიყავი, ჩემი თაყვანისმცემლები გარეთ ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ დაინახავდნენ თუ არა, რომ რომელიმე მათგანი ყვავილებს მიძღვნიდა, მეორე მირბოდა და იმაზე მეტი ყვავილი მოჰქონდა.

- გარდა ამ ყველაფრისა, რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი თუ გაუკეთებიათ შენთვის, რომელიც განსაკუთრებულად გახსენდება?
- ყველაზე გამორჩეული საჩუქარი ჩემთვის იყო თაყვანისმცემლის მორთმეული ძაღლი - იორკშირული ტერიერი, რომელიც უკვე ჩემი ოჯახის წევრია. გარდა ამისა, ყოფილა შედარებით სოლიდური საჩუქრებიც, მაგრამ ასეთ რაღაცებს ხელს არ ვკიდებ, საჩუქარს, რომელიც რაღაცით მავალდებულებს, არ ვიღებ.

- ანი, შეყვარებული თუ ყოფილხარ?
- იყო რაღაც მსგავსი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც შეიძლება დავარქვათ სიყვარული, მაგრამ მე სიყვარულზე ბევრად უკეთესი წარმოდგენა მაქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო დიდი პატივისცემა იმ გრძნობისადმი, რომელიც მას ჩემ მიმართ გააჩნდა. მინდა, ისეთი გრძნობა მეწვიოს, რომელიც ჩემში აფეთქდება იმ ადამიანის გაცნობის და დანახვის შემდეგ, რასაც სიყვარული მოჰყვება და არა ის, რასაც სიტუაცია მოიტანს.

- გაგვიმხილე, როგორი ბიჭები მოგწონს?
- ყველა ასაკში განსხვავებული ტიპაჟის ბიჭები მომწონდა. ამჟამად მომწონს ჩამოყალიბებული ბიჭები, აუცილებლად უნდა იცოდეს რა უნდა და უნდა შეეძლოს ჩვენი ურთიერთობის პატივისცემა. თუ ამას შეძლებს, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ორივე, ისიც და მეც, ბედნიერები ვიყოთ.

- რა თვისება არ უნდა ჰქონდეს შენს საყვარელ ადამიანს?

- ერთი თვისებით ვერ შემოვიფარგლები, რადგან ზედმეტად მომთხოვნი ვარ პირად ურთიერთობებში. როგორც ზემოთ აღვნიშნე, პატივისცემა და ერთგულება აუცილებლად უნდა იყოს მის თვისებებში, ოღონდ იმის ილუზია არ მაქვს, რომ მამაკაცისგან შეიძლება, დიდ ერთგულებას ველოდო, ლაპარაკი მაქვს ფიზიკურ ღალატზე შეყვარებულობის პერიოდში და არა მაშინ, როცა ცოლ-ქმარი გქვია.

- ანუ, როგორც მივხვდი, შენთვის შეყვარებულობის პერიოდში ღალატი მისაღებია?

- მისაღები რამდენად არის, არ ვიცი, ალბათ ეს ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ვფიქრობ, თუკი ამ დროს ეს მალულად მოხდება და შენამდე ინფორმაცია არ მოვა, კიდევ არა უშავს, საერთოდ, ქალებს კარგი ინტუიცია აქვთ, მათ შორის მეც და აქედან გამომდინარე, შეიძლება, რაღაცას მივხვდე, მაგრამ გავატარო, რადგან იმ პერიოდში ფეხების ბაკუნის უფლება არ მქონდეს, შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასე მიმაჩნია (იღიმება).

- მამაკაცის გამო თუ გიტირია?
- არა, საერთოდ არ ვტირი, რთულია ჩემი ატირება.

- არსებობს მოსაზრება, რომ ქალი მამაკაცისთვის რაღაც დონეზე იდუმალი უნდა დარჩეს, ეთანხმები ამ აზრს?
- თუ არ ხარ საინტერესო პიროვნება, ვერანაირად ვერ ითამაშებ საინტერესო და იდუმალ ქალს. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, მინდა, ჩემს საყვარელ ადამიანთან თავისუფალი და გახსნილი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ საინტერესო ქალი ყველა ვარიანტში ვიქნები.

- ანი, ამჟამად შეყვარებული ხარ?
- არა და ამას ცოტა ვერიდები (იღიმება), რადგან მინდა, ჯერ რაღაც-რაღაცები დავალაგო.

- ანუ კარიერას გულისხმობ?

- არა, კარიერის გამო პირად ურთიერთობას კარიერისტები თმობენ, მე კი ასეთი არ ვარ...

- ანუ თუ საჭირო გახდა, კარიერას დათმობ სიყვარულის გამო?
- რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი გოგონა ვარ და პირადი ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერზე ვერ ვიტყვი უარს პირადულის გამო, მაგრამ არის რაღაცები, რაც შეიძლება საყვარელი ადამიანის გამო დავთმო.

- დაბოლოს, გაგვიმხილე შენეული სიყვარულის ფორმულა.
- ჩემი სიყვარულის ფორმულის მიხედვით, შეიძლება რაიმე გადაწყვეტილება გონებით მიიღო, მაგრამ გულის თანხმობაც აუცილებელია. ანუ უნდა შეიყვარო მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ეს გჭირდება და მზად ხარ სიყვარულისთვის. არ გაართულო სიტუაცია, ძალით არ წარმოქმნა პრობლემები და ყველაფერი ერთად გადალახოთ. ამასთან, თუ იქნები გახსნილი, იქნები ბედნიერი და ყველაფერი კარგად წავა (იღიმება), მინდა, ეს ყველაფერი გამომივიდეს, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამას მომავალში ვნახავთ.







  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0