თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მსახიობი ია ფარულავა ცხოვრებისგან განებივრებული ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა. ჰყავდა საყვარელი მამაკაცი, ჰქონდა სამსართულიანი ვილა, ფინანსურად უზრუნველყოფილი მდგომარეობა და ბევრი თავისუფალი დრო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ეზრუნა. ერთი წლის შემდეგ კი ამ ცხოვრებისგან თითქმის არაფერი დარჩა, გვერდით აღარც ფადი ასლი ჰყავს და აღარც მდიდრულ ვილაში ცხოვრობს. ის თავის ოროთახიან ბინაში გადავიდა, ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მუშაობა, მაგრამ მაინც თვლის, რომ ბედნიერია.

ია ფარულავას პირად ცხოვრებში 2010 წელი განსაკუთრებულად დრამატული იყო. ფადი ასლისთან დაშორებას ლამის გადაცემების მთელი ციკლი მიეძღვნა. ახლა თვლის, რომ ამ ყველაფერმა ჩაიარა, ახალი სიყვარულის მოლოდინშია და იმედი აქვს 2011 წლიდან მისი პირადი იცხოვრება ისეთივე წარმატებული გახდება, როგორც ახლა მისი კარიერაა. აღიარებს, რომ ის ისეთი ადამიანია, რომელიც ან უყვართ, ან არა. ხალხის ასეთი დამოკიდებულება ინტერნეტსაიტებზეც ჩანს – ჰყავს ფანკლუბიც და მტრებიც, რომლებიც ხან მის ულამაზო ფოტოებს აქვეყნებენ, ხან პირდაპირ შეურაცხმყოფელ ტექსტებს წერენ. ია ცდილობს, ამ ყველაფრიდან აბსტრაგირება მოახდინოს და მთელი ყურადღება თავის გადაცემა "დღის შოუზე" გადაიტანოს, რომლითაც ამაყობს და ამბობს, რომ მისი ცხოვრება მხოლოდ ამ გადაცემის გარშემო ტრიალებს.

ია ფარულავა:

– მას შემდეგ, რაც 2004 წელს გადაცემა "ჩემი მშვენიერი ლედი" დავხურე, ერთი–ორჯერ მქონდა მცდელობა, რომ ტელევიზიას დავბრუნებოდი. ჩემი ახალი პროექტის მიმართ "პირველ არხზე" ინტერესი არ გამოხატეს, "რუსთავი 2–"ის კარზეც დავაკაკუნე, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა. მთელი ორი წელი დავუთმე წიგნის წერას სამსახიობო ოსტატობაზე და ამისგან უდიდესი სიამოვნებაც მივიღე. მიყვარს, როდესაც ჩემს წარმოსახვაში ვმოგზაურობ. ეს ჩემთვის ყველაზე კარგი მდგომარეობაა. წერის პროცესი უკვე მენატრება. 2010 წლის მარტში დღის ტოქ შოუს ტიპის გადაცემიდან იყო შემოთავაზება, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია. ყოველდღიური ეთერი იმდენად რთულად წარმომედგინა, მეგონა, ვერ შევძლებდი. გადაცემის კასტინგში გართობის მიზნით მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო საქმეში ჩავერთე.

– თქვენი აზრით, რა არის "დღის შოუს" წარმატების მიზეზი?

– ერთად მაგარი კომპონენტები შეერწყა. პირველ რიგში, გადაცემის ქუდის მუსიკა, მეორე – წამყვანების სინთეზი. სამივე წამყვანი ერთმანეთისგან განვსხვავდებით, ნანიკო ხაზარაძე – თავისი ტემპით და რიტმით, ჩქარი ლაპარაკით და თემების საოცარი გახსნით, რაც მთავარია, თავისი ფეისბუკით; დოდოშკა ხურცილავა – თავისი სიბრძნით და მედიატორის როლით და, რა თქმა უნდა, მე. ჩვენი გადაცემა წარმატებული რომ იყო, მაშინ მივხვდით, როდესაც რეიტინგებში სამსაათიანი "კურიერიც" კი უკან ჩამოვიტოვეთ. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც გადაცემის წამყვანებმა საკუთარ პირად ცხოვრებაზე დავიწყეთ ლაპარაკი. აქამდე ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ გადაცემის წამყვანს თავის პირად ცხოვრებაზე სიღრმისეულად ელაპარაკა. ჩემი და ნანიკოს ასეთმა გულახდილობამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ გადაცემის რეიტინგისთვის გარკვეული მსხვერპლი გაიღეთ პირადი ცხოვრების სახით?

– ვიღაცეებს მიაჩნდათ, რომ მე და ნანუკა არ უნდა ვყოფილიყავით ასეთი გულახდილები. არ ვთვლი, რომ რაიმე მსხვერპლი გავიღე. უბრალოდ, რაც ჩემს გულში იყო და რისი თქმაც მინდოდა, ის ვთქვი.

– ფადი ასლისთან თქვენს დაშორებას მოჰყვა დიდი ხმაური და სკანდალები. მთელ ამ ისტორიაში თავს დაზარალებულად მიიჩნევთ?

– არ მინდა, ამ თემებს კიდევ ოდესმე მივუბრუნდე. ადამიანების ცხოვრებაში ასეთი რაღაცეები ხდება ხოლმე. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც ფადი ასლი და მისი საყვარელი ქალი, ანა ონიანი. სტუმრად იყვნენ "ნანუკას შოუში". ამ ბრძოლაში რომ ია დამარცხებული გამოვიდა, ეს შეგრძნება არც მე მქონია და ვფიქრობ, არც დანარჩენ საზოგადოებას.

– საბოლოოდ ჩააბარეთ წარსულს ეს საკითხი თუ კიდევ რამე გაღელვებთ?

– კი, ყველანაირი ნეგატიური ეტაპი ჩემს პირად ცხოვრებაში ამ წელს ჩაბარდება. ზუსტად ვიცი, რომ ახალ წელს ახალი შემართებით დავიწყებ.

– როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ როდესაც ქალს პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს, ის კარიერაში წარმატებებს აღწევს? ეს კანონზომიერებაა?

– ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. ალბათ რაღაც კანონზომიერება არსებობს. მე ნამდვილად გამიმართლა, რადგან დღეს ჩემი ცხოვრება "დღის შოუს" გარშემო ტრიალებს. ამ გადაცემის წყალობით, ყოველდღე სხვა განზომილებაში გადავდივარ. ასე მგონია, გადაცემის დროს სულ სხვაგან ვართ. ამას ჩვენი სტუმრებიც აღნიშნავენ ხოლმე, ხშირად უთქვამთ, რისი თქმაც არ გვინდოდა, რა თემაზეც არ ვაპირებდით საუბარს, სწორედ იმაზე ვილაპარაკეთო. "დღის შოუს" დროს ყველაფერი თავისით მოდის, ჩემი და ნანიკოს ფრაზებიც კი, რომლებიც გადაცემის დასრულებისთანავე აღარც კი გვახსოვს.

– რთულია, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ცხოვრება? აქამდე ყოველთვის განებივრებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდით.

– კი, აქამდე ნამდვილად განებივრებული ქალის გრაფიკით ვცხოვრობდი. ვიღვიძებდი, როცა მინდოდა, ვვარჯიშობდი, ვიკეთებდი მასაჟებს. ახლა ძალიან დატვირთული და სწრაფი ცხოვრების რიტმი მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ შევძელი ამ რიტმს ავყოლოდი, მაგრამ ვცდილობ. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ შრომას არ ვიყავი მიჩვეული. პირდაპირ ეთერს ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონია. საღამოთი სტუმრად წასვლა უკვე ჩემთვის ფუფუნება გახდა, თუმცა ეს დატვირთული გრაფიკის გამო არ ხდება. მირჩევნია, საღამოს სახლში ვიყო და სტუმრები აქეთ მივიღო.

– ძველ სახლში დაბრუნებისას ახლებური გარემო მოიწყვეთ?

– კი, განვაახლე და ჩემებურად მოვაწყვე. მყავს ახალი ფისო, ზუზი. ჩემი ენერგეტიკის ადამიანისთვის ოროთახიანი ბინა პატარაა, მაგრამ სერიოზული გეგმები მაქვს, რომლებზეც ჯერ არ მინდა ლაპარაკი. ვთვლი, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში დროებითი ეტაპია.

– თქვენი გადაცემის ყველა თემა პირადად თქვენთვის ალბათ ყოველთვის ერთნაირად საინტერესო არ არის. ამას როგორ ნიღბავთ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ არ ყოფილა თემა, რომელსაც ჩემში რაღაც ინტერესი არ გამოეწვია. აზარტული საქმე აღმოჩნდა, რადგან თითოეულ თემას უამრავი მასალა მოჰყვება ხოლმე. ვცდილობ, დღის თემის გარშემო ინტერნეტში ბევრი მასალა მოვიძიო. ალბათ მაყურებელი ამჩნევს კიდეც, რომ ყოველთვის ბევრი ფურცელი მიდევს და მზად ვარ, ნებისმიერ საკითხში, რომელიც განიხილება, საფუძვლიანად ჩავეძიო.

– როდესაც გადაცემა თავის მოვლაზე, სილამაზის შენარჩუნებასა და პლატისკურ ქირურგიაზე გაქვთ, თქვენ ლამის ექსპერტად გამოდიხართ.

– კი, ვთვლი, რომ ამ სფეროში მართლაც ექსპერტი ვარ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან თავის მოვლა ძალიან მიყვარს და ამ სფეროშიც მუდმივად ძიებაში ვარ.

– თუ მოახდინეთ გარკვეული გავლენა დოდოშკასა და ნანიკოზე, რაღაცნაირად ხომ არ შეცვალეთ ისინი?

– არა, ამ მხრივ ნაკლებად ვერევი, ერთადერთი, როდესაც დოდოშკა გადაცემაში მოვიდა, მას შავი თმები ჰქონდა. ვურჩიე, წითლად შეეღება და უფრო ეფექტური იქნებოდა. ნანიკომ თმა ქერად გადაიღება. თავის მოვლის ბევრ პროცედურას ერთად გავდივართ ხოლმე.

– თქვენი ნება რომ იყოს, ამ ორ ქალს რა პლასტიკურ ოპერაციას ჩაუტარებდით?

– არაფერს, მშვენივრად გამოიყურებიან. დოდოშკამ ცოტა ხნის წინ თავად დადო პირობა, ღაბაბს მოვიშორებო. ამ ექსპერიმენტის შედეგს ყველა ველოდებით. ჩემი თავისთვის კი ვისურვებ, რომ ოთხი კილო მაინც დავიკლო.

– ანუ საკუთარი გარეგნობა ბოლომდე არ გაკმაყოფილებთ?

– ძირითადად მაკმაყოფილებს, ერთადერთი, ჩემი წონა არ მომწონს და დარწმუნებული ვარ, ოთხი კილოთი ნაკლები რომ ვიყო, უკეთესი შესახედი ვიქნებოდი.

– ფეისბუკზე თქვენი პერსონის შესახებ დისკუსიები ხშირად იმართება. გყავთ ფანკლუბიც და ეგრეთ წოდებული მოძულენიც, რომლებიც მუდმივად გაკრიტიკებენ.

– ერთი–ორი ადამიანია, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება ცუდი რამ დაფქვას ჩემზე. სამაგიეროდ, მაქვს ორი ფანკლუბი, სადაც 2050 კაცია გაერთიანებული. ჩემ გარშემო ატეხილი ანტიკამპანიის გამო თავიდან ძალიან გავბრაზდი, შემდეგ კი ყურადღება აღარ მივაქციე. ყველაზე კარგი ის არის, რომ მათ, რომლებიც ცუდ ამბებს მივრცელებენ, სრულიად უცხო ადამიანები ჩემ მაგივრად პასუხობენ. არ ვაპირებ, გამოძიება ჩავატარო და დავადგინო, ვინ და რა მიზნით მებრძვის.

– ფეისბუკზე რამდენჯერმე თქვენთვის არამომგებიანი ფოტოებიც გავრცელდა, სადაც უმაკიაჟოდ ხართ...

– ეს არ არის ყველაზე ცუდი ფოტო, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა. არაფერი მანერვიულებს, რადგან ვიცი, რომ ლამაზი ქალი ვარ და ეს ფაქტია. ასეთი რაღაცეები საერთოდ არ მაბოროტებს, რადგან ბუნებით ისეთი ვარ, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილი არ მიჩნდება. ბოროტება ბუმერანგის პრინციპით ყოველთვის მის გამკეთებელს უბრუნდება.

– რა ტიპის თაყვანისმცემელი მამაკაცები შეგძინათ "დღის შოუმ?"

– ზუსტად ვიცი, რომ შუადღისას, როდესაც ჩვენ ეთერში ვართ, ყველა სამინისტროს კაბინეტებში ტელევიზორები აქვთ ჩართული. ახლახან სოფლის მეურნეობის მინისტრი გვყავდა სტუმრად, რომელმაც თქვა, თქვენ ალბათ ძირითადად დიასახლისები გიყურებენო. მე კი გავაპროტესტე და ვთქვი, მთელი შსს, სოდი და კუდი ჩვენ გვიყურებს–მეთქი. ერთმა მეგობარმა ძალიან სასაცილო ისტორია მომიყვა. თურმე ერთ მამაკაცს, რომელიც ჩვენს გადაცემას მუდმივად უყურებს, ჰყავს უკრაინელი ცოლი, რომელიც ჩემზე ეჭვიანობს. როგორც კი დამინახავს ეკრანზე, მაშინვე უყვირის ქმარს – "აპიატ ტვაია ფარულავა ვ ეფირე?!" ("ისევ შენი ფარულავაა ეთერში?!").

– ძნელია იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში და იცხოვრო ასეთ გარემოში?

– ძნელია. ჩემ გარშემო ასეთი ტენდენციაა – ია ფარულავა ან უყვართ, ან არა. ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემით იმ ადამიანებმაც კი შემიყვარეს, რომლებიც აქამდე ვერ მიტანდნენ.

– რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის?

– ბევრი რამ, ბოლომდე ბედნიერი ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება. ჩვენი ცხოვრება ისეა მოწყობილი, რაც უნდა კარგად იყო, ყოველთვის იქნება ისეთი სიტუაცია, რომელიც არ მოგცემს საშუალებას, ბოლომდე ბედნიერი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ ბედნიერი და კმაყოფილი ჩემი ცხოვრებით და ჩემი წარსულით. არაფრის დავიწყება მინდა, ყველა ტკივილი და სიხარული მინდა ჩემთან დარჩეს. ჩემმა წარსულმა გამაძლიერა და ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, რომელსაც ყოველდღე ელოდება მაყურებელი.

– ყველაზე კარგი რა გახსენდებათ 2010 წლიდან?

– იყო ჩემს პირად ცხოვრებაში ეტაპები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ არ იცის. ბუნებრივია, საჯაროდ ბოლომდე გულახდილი ვერ ვიქნები. კარგად გამახსენდება ის მოვლენები, რომლებიც გახმაურებული არ არის.

– ანუ მაინც ცდილობთ, იდუმალ ქალად დარჩეთ.

– აუცილებლად, ქალი იდუმალი უნდა იყოს, ეს მას ხიბლს მატებს.

– იდუმალებაში მდგომარეობს ია ფარულავას ხიბლი?

– ალბათ ასეა, მომეწონა თქვენი შეფასება – ია ფარულავას იდუმალი ხიბლი!





  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0