თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
მსახიობი ნატო გაგნიძე ათი წლის გოგონას დედაა და როგორც საუბრის დროს თავად აღნიშნა, განსაკუთრებით ზრუნავს მის კვებაზე. როგორ ისწავლა ხაჭაპურის ცხობა, რატომ ვერ ჭამს მწვანე ლობიოს და როგორ ამზადებს მსახიობი სამზარეულოს წეს–ჩვეულებებით შეუთავსებელი ინგრედიენტებით სალათებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– რამდენად გიწევთ სამზარეულოში ფუსფუსი?

– ჩემი გიჟური და გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სამზარეულოში ტრიალი ხშირად მიწევს. განსაკუთრებით, ამ ბოლო პერიოდში, რადგან ჩემი ოჯახი ე.წ. დიეტაზეა, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვით. დიეტა გულისხმობს დღეში რამდენჯერმე სხვადასხვა სახის საკვების მიღებას და დილით ადრე, სანამ სახლიდან გამოვალ, ან საღამოს, როცა სამსახურის საქმეს მოვრჩები და სახლში ვბრუნდები, აუცილებლად ვამზადებ რამდენიმე სახის საჭმელს შემდეგი დღისთვის.

– ერთია, როცა გიწევს სახლში სადილის მომზადება და მეორე, როცა სიამოვნებას განიჭებს ეს პროცესი. თქვენს შემთხვევაში როგორაა?

– არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ამ საქმით, მე ასე არ ვარ. ზოგადად, როცა ხასიათზე ვარ, მაშინ მსიამოვნებს კერძის მომზადება. რა თქმა უნდა, ჩემი შვილისთვის სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ კულინარიით, კულინარიული შედევრების შექმნით დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ.

– ოჯახში რეცეპტების წიგნი გაქვთ?

– ახლა არა, მაგრამ მახსოვს, რომ ბებოს ჰქონდა და ამ წიგნით მაშინაც არ ვინტერესდებოდი, როცა პატარა ვიყავი. შეიძლება გადამეფურცლა, მაგრამ არა მგონია, გამომეყენებინა.

– დიდი ხანია, რაც ამზადებთ?

– საკმაოდ. ჩემი და ჩემზე ორი წლით პატარაა, დედა კი ძალიან გადატვირთულ რეჟიმში მუშაობდა და პირდაპირ მავალებდა ხოლმე სახლის საქმეს. მე ასე არ ვარ, ჩემს შვილს არ ვტვირთავ, რაზეც დედა ხშირად მსაყვედურობს. შეიძლება ყველაფერს ვერ ვამზადებდი, მაგრამ როცა გავთხოვდი, სადილების კეთება ვიცოდი.

– დედა მუშაობდა. ვინ გასწავლიდათ სადილის მომზადებას?

– ზოგადად, მე უფრო ვინტერესდებოდი. რამეს რომ აკეთებდა, ვეკითხებოდი როგორ, რას და რანაირად აკეთებდა... სწავლით უფრო ბებო მასწავლიდა ხოლმე. მახსოვს, ერთხელ სააბაზანოში ვიყავი და კარზე ზარის ხმა გავიგე. სააბაზანოს კარი რომ გავაღე, ბებოს შემთხვევით ხელი დავუზიანე, რადგან, თურმე ისიც კარის გასაღებად გამოვიდა. ამ დღეს ვისწავლე ხაჭაპურის ცხობა. პირველი არ გამომივიდა, მეორე შედარებით უკეთესი იყო და ასე, სანამ დიდ ჯამში მოზელილი ცომი ჩავათავე, ხაჭაპურის ცხობაც ვისწავლე.

– რამდენად ემთხვეოდა თქვენი ოჯახის წევრების გემოვნება, კვების თვალსაზრისით?

– საერთოდ, ძნელია ჩემი დის გემოვნება ვინმესას დაემთხვეს, რადგან ჩემგან განსხვავებით, არაფერს არ ჭამს. პრეტენზიული მჭამელი არასდროს ვიყავი. ერთადერთი, რაც არ მიყვარს, ე.წ. მწვანე ლობიოა, რადგან თუ კარგი გარჩეული არ არის, ცოტა მეხამუშება მისი ღეროები. ამ მხრივ, ჩემი და ჩემი შვილის გემოვნება უფრო ემთხვევა ერთმანეთს, ორივე ხორცისტები ვართ. პატარაობისას საჭმელში "ჩიჩი" თუ არ იყო, არ ჭამდა.

– საფირმო კერძი გაქვთ?

– არა, იმდენად არ მაქვს ამის მოთხოვნილება, რომ არ მაქვს.

– სხვებს რა კერძი მოსწონთ?

– არ ვიცი. ჩემი ნახელავის ძირითადი შემფასებელი ჩემი შვილია, როგორც ამბობს, ყველაფერი გემრიელი გამომდის. იგივე წვნიანი, რომელიც მეც ძალიან მიყვარს და რა ტიპისაც არ უნდა გავაკეთო, თან სრულიად მინიმალური შესაძლებლობებით, მაინც გემრიელი გამომდის. ძალიან მოსწონთ ჩემი ბადრიჯანი მაიონეზში, რომელიც სოკოს ჰგავს.

– ეგებ, გაუმხილოთ ჩვენს მკითხველს, ერთ–ერთი გემრიელი წვნიანის რეცეპტი?

– ყველაზე ადვილს გეტყვით. პროპორციები მოსამზადებელ ჭურჭელზეა დამოკიდებული. საშუალო ჭურჭლისთვის: ავიღოთ საშუალო ზომის თავი ხახვი, სტაფილო, კარტოფილი, ბურღულეული (მაკარონი, ბრინჯი), პომიდვრის წვენი, ნიორი და მარილი დაგვჭირდება. ვჭრით ხახვს, ვშუშავთ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად, შემდეგ ვასხამთ პამიდვრის წვენს (თუ ამის საშუალება არ არის, ტომატის წვენიც შეიძლება), ვასხამ ადუღებულ წყალს, ეს ყველაფერი რომ ამოდუღდება, ვყრი ბურღულეულს, ვამატებ ყველანაირ მწვანილს, ცოტა ნიორსა და მარილს გემოვნებით. ეს არის ბოსტნეულის წვნიანი.

– ახლა ის გვითხარით, მაიონეზიან ბადრიჯანს სოკოს როგორ ამსგავსებთ?

– მეც არ ვიცი. უბრალოდ, ბადრიჯანს სრულად ვთლი, პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად, კუბიკებად ვჭრი, და ტაფაზე ვწვავ. მერე ვაკეთებ მაიონეზის სოუზს (მაიონეზს ვუმატებ ნიორს, ცოცხალ ხახვს, ბევრ მწვანილს) და ბადრიჯანს ვურევ. ხშირად, მეც რომ არ მცოდნოდა, რომ ჩემი გაკეთებული იყო და ნამდვილად ბადრიჯანი ავურიე, სოკოს სალათი მეგონებოდა.

– ჩვენი ქალბატონები ხშირად ამაყობენ დიდი სუფრების გამზადებით.

– კი, მაგრამ ეს უფრო დედაჩემისა და ცოტა მის წინა თაობებში იყო. დღეს იმდენადაა გამარტივებული ცხოვრება, ამის საჭიროება აღარ არის. გამზადებული საკვების ყიდვას მიეჩვია ხალხი. ვერც მე დავიტრაბახებ, რომ დიდი სუფრა მომიმზადებია როდესმე.

– დიასახლისებს ხშირად ებადებათ კითხვა, ხვალ რა მოვამზადო?

– კი, გეთანხმებით. ებადებათ, რადგან არ არის ადვილი ყოველდღე განსხვავებული სადილის მოფიქრება. ჩემთან ეს ფუნქცია ჩემს შვილს ჰქონდა გადაბარებული, ყოველთვის მისი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით ვამზადებდი სადილს, მაგრამ უკვე ორი თვეა, აღარ გვიწევს ამაზე ფიქრი, რადგან, როგორც უკვე გითხარით, კვების სპეციალურ რეჟიმზეა და, შესაბამისად, მთელი კვირის განრიგი წინასწარ გვაქვს გაწერილი. ისე კი, ჩემი ნება რომ იყოს, ჩემს ოჯახში საჭმელი, დარწმუნებული ვარ, არ მომზადდებოდა, რადგან საჭმელი შეხედვითაც კი მერგება.

– ადვილად ამბობთ ჭამაზე უარს?

– დილიდან საღამომდე, პრაქტიკულად, მშიერი ვარ. აბა, რა ვქნა, როცა მეტი გზა არ არის? მაგალითად, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში არაფერი მიმიღია, საღამოს სახლში რომ მივედი, ერთი კიტრისა და ერთი პამიდვრის ჭამით დავკმაყოფილდი. თუ მაინც და მაინც ხაჭაპურს შევჭამ, მერე ასე სამი დღე ყველაფერს ვუკრძალავ თავს. ნამცხვარსა და საჭმელზე შედარებით ადვილად ვამბობ უარს, მაგრამ შოკოლადზე უარის თქმა არ შემიძლია. ამიტომ, ვცდილობ შავი შოკოლადი მივირთვა და მცირე რაოდენობით.

– ისე, რომელს ამჯობინებთ, სამზარეულოში ტრიალს თუ სახლის საქმეს?

– დიდად არც ერთი მიყვარს და არც მეორე, რადგან, დიდი ხანია ორივეს კეთება მიწევს, მაგრამ ისე სახლის დალაგება მირჩევნია ჭურჭლის რეცხვასა და სადილის მომზადებას.

– წეღან გვითხარით, რომ ბებომ გასწავლათ ხაჭაპურის ცხობა. ზოგადად, ცომეულის მომზადება გეხერხებათ?

– ნამდვილად გამიკეთებია. ბავშვობაში ხშირად ვერთობოდი ტორტებისა და ნამცხვრების ცხობით და მათი ფერად–ფერადი კრემით გაფორმებით. ხაჭაპურიც, როგორც გითხარით, გამომიცხვია. ახლა, რადგანაც არაჩვეულებრივად გემრიელი მზა ნამცხვრები, ტორტები, ხაჭაპურები და ა.შ. იყიდება, სახლში მათი მომზადების საჭიროება უკვე აღარ მაქვს და ძირითადად ვყიდულობ ხოლმე, ისევე, როგორც, ძალიან ბევრი ადამიანი.

– სადილის მომზადების დროს, ექსპერიმენტები გხიბლავთ?

– კი და ეს ძირითადად სალათებს ეხება. დავუშვათ, ვაკეთებ სალათს, იმისგან რაც სახლში არის, კიტრი, სიმინდის მარცვალი, ბრინჯი, ქათმის ხორცი, ზეთის ხილი, შემირევია ისინი ერთმანეთში და, საბოლოო ჯამში, ძალიან გემრიელი გამოსულა. არ ვიცი ეს სალათი, ზოგადად, სამზარეულოს წეს–ჩვეულებებით რამდენად შეთავსებადი ინგრედიენტებითაა გაკეთებული, მაგრამ ეს მეც ძალიან მომწონს და ჩემს შვილსაც.

– ალბათ, ხშირად გიწევთ პროდუქტის საყიდლად სიარული.

– არ მიყვარს ბაზარში სიარული და ვერც დავდივარ. დედა ხშირად მეუბნება, კვირის ბოლოს ბაზარში რომ წახვიდე და იქ იყიდო პროდუქტები, გაცილებით კარგია შენი ბიუჯეტისთვისო, მაგრამ ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. კი, ნამდვილად ვყოფილვარ ბაზარში და იმდენი რამე მიყიდია, მანქანის კარის დახურვა გამჭირვებია, მაგრამ ჩემთან, ჩემს უბანში გადავუხვევ თუ არა, პროდუქტების მრავალფეროვნებით განებივრებულები ვართ, აბსოლუტურად ყველაფერია, მართალია, გაზრდილი ფასებით, მაგრამ სამაგიეროდ გამყიდველს უკვე კარგად ვიცნობ და პროდუქტზე სრულ ინფორმაციას ვღებულობ (ქართულია, ახალია, ძველია და ა.შ.).

– მრავლადაა გენმოდიფიცირებული საკვებიც, რომლის გარჩევაც ნატურალურისგან ერთი შეხედვით წარმოუდგენელია...

– ნამდვილად ასეა და ეს მე ძალიან მაღელვებს. არ ვიცი, რამდენად გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვყიდულობ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი ქართული შევიძინო. ხშირად ეს არ გამოდის. ქართული ვაშლის ყიდვა დღეს ნებისმიერს გაუჭირდება, თან ნატურალური პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირს, რის შეძენასაც ბევრი ადამიანის ბიუჯეტი ვერ გასწვდება.

– უცხო ქვეყნის სამზარეულო დაგიგემოვნებიათ?

– კი, როგორ არა. არ მაქვს განსაკუთრებული ზიზღის მომენტი. ტარაკანს ნამდვილად ვერ შევჭამ, როგორ დელიკატესადაც არ უნდა ითვლებოდეს. თუმცაღა, ზღვის პროდუქტებიდან ყველაფერი გამისინჯავს. ლოკოკინა მიჭამია და მომწონებია. ძალიან მიყვარს ჩინური და ინდური სამზარეულო. ბევრი ამბობს, ჩინური კერძი ძალიან ცხარეაო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არანაკლებ ცხარეა ჩვენი – მეგრული სამზარეულო. ერთხელ, სტუდენტობისას სამეგრელოში ვიყავი მეგობართან წასული და სამი დღის განმავლობაში ღომისა და ელარჯის მეტი ვერაფერი ვჭამე, ისეთი ცხარე იყო ყველაფერი





  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0