თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
მომღერალ სოფო ტოროშელიძეს მოუწესრიგებელი ადამიანები არ უყვარს, ამიტომ საკუთრი თავის მოვლას დიდ დროს უთმობს, სახლიდან უმაკიაჟოდ არ გადის, სარკესთან დგომასა და ჩაცმას იმდენ დროს ანდომებს, რომ ყველგან იგვიანებს.

- რა დროს უთმობ საკუთარი თავის მოვლას?
- საკმაოდ დიდ დროს, რადგან მოუწესრიგებელი ადამიანები არ მიყვარს. არ შემიძლია სახლიდან უმაკიაჟოდ გასვლა, შესაღებად დაახლოებით 20-25 წუთი მჭირდება. ყველგან ვაგვიანებ იმის გამო, რომ ჩაცმასა და სარკესთან დგომას დიდ დროს ვანდომებ.

- როგორ და რომელ საათზე იწყება შენი დილა?
- გააჩნია დღეს. ყოველ დილას ლექციებზე მივდივარ, შემდეგ - სამსახურში, ამიტომ რეჟიმში ყოფნა მიწევს. საერთოდ, ძილი მიყვარს ძალიან და ახლა თავს არ ვიზღუდავ, ზაფხულია და ვისვენებ.

- კანს როგორ უვლი, ძვირად ღირებულ კრემებს იყენებ თუ ხალხურ საშუალებებს?
- საკმაოდ მშრალი კანი მაქვს, ამიტომ შხაპის შემდეგ აუცილებლად ვხმარობ ტანის კრემს. რაც შეეხება სახეს, მისთვის ბებიაჩემის მიერ დამზადებულ მკვებავს ვიყენებ, რომელიც საკმაოდ ძვირფასია! ბებია მეორე პროფესიით კოსმეტოლოგი გახლავთ და მისი კონსულტაციები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.

- წინა დღეს ფიქრობ, რა ჩაიცვა თუ იმ დღის სამოსს ხასიათის მიხედვით ირჩევ?
- ხშირად წინა დღით ვფიქრობ, განსაკუთრებით მაშინ, თუ რაიმე დაგეგმილ საქმეზე მივდივარ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ხასიათის მიხედვით ვიცვამ, საერთოდ ეს საკმაოდ რთული პროცესია და ხშირად ნერვული აშლილობით მთავრდება, რადგან მუდმივად მეჩქარება და ვერაფერს ვარჩევ, საბოლოოდ კი მაინც პირველ არჩევანს ვუბრუნდები.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?
- ჩემი ჩაცმის სტილი საკმაოდ თავისუფალია. ვცდილობ, შევიძინო ისეთი ტანისამოსი, რაც დისკომფორტს არ შემიქმნის, რადგან საათობით მიწევს გარეთ ყოფნა. რაღა თქმა უნდა, თუ რაიმე ღონისძიებაზე ან კონცერტზე მივდივარ, მაშინ უფრო გამოსასვლელ ტანსაცმელსა და კლასიკურ სტილს მივმართავ ხოლმე.

- კაბა თუ შარვალი, რომელს უფრო ხშირად იცვამ?
- როგორც ყველას, მეც ისევე მიყვარს ჯინსის შარვალი, თუმცა ხშირად სპეციალურად შერჩეული სტილისა და სიგრძის კაბებიც მაცვია.

- როგორ ფეხსაცმელს ანიჭებ უპირატესობას?
- საკმაოდ ბევრი ფეხსაცმელი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად დაბალ ფეხსაცმელებს ე.წ. `ბალეტკებს~ ან კედებს ვხმარობ, განსაკუთრებით მიყვარს თეთრი ფერის კედები. ასევე მაქვს სხვადასხვა სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელები. სხვათა შორის, ქუსლებზე სიარული არ მიჭირს, შეჩვეული ვარ, მაგრამ ბევრი სიარულის შედეგად, რა თქმა უნდა, ვიღლები.

- მიგაჩნია, რომ ქალურობის შენარჩუნება ბოტასში, კედსა და ჯინსშიც შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ სწორად შეარჩევ ჯინსს და შესაბამის ბოტასს, ცოტას თმას დაივარცხნი, სახეზე მაკიაჟს წაისვამ და სუნამოსაც დაისხამ, აუცილებლად იქნები ქალური და მიმზიდველი.

- თმას როგორ უვლი?
- ძალიან ხვეული თმა მაქვს, მაგრამ ცოტა ხნის წინ გრძელი ვარცხნილობა მოკლეთი შევიცვალე და კმაყოფილი ვიყავი, არანაირი მოვლა არ მჭირდებოდა, მუდმივად დავარცხნილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ახლა თმა წამომეზარდა და ხშირად ვსტუმრობ სალონს გასასწორებლად და დასავარცხნად, იქ მანიკიურსაც ვიკეთებ ხოლმე, მაგრამ დროის შეზღუდულობის გამო ხშირად საკუთარ თავს თავად ვუვლი.

- აქსესუარების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?
- აქსესუარები ძალიან მიყვარს! განსაკუთრებით კი საათები, საყურეები და სამაჯურები.

- თავად ხომ არ ქმნი რამეს?
- სამწუხაროდ, ახლა ამის დრო აღარ მაქვს, მაგრამ ადრე ყელსაბამებსა და საყურეებს ვაკეთებდი.

- სად ყიდულობ სამოსს, საქართველოში თუ საზღვარგარეთ?
- ყველაზე ხშირად თბილისში ვყიდულობ სამოსს, უცხოეთში თუ მოვხვდები, რა თქმა უნდა, იქაც ვნებივრობ შოპინგით. ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან, რომ ყველაზე მეტად ტანსაცმლის ყიდვა მიყვარს და მირჩევნია მარტო სიარული, რადგან უფრო კარგად ვარჩევ სასურველ სამოსს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს საჩუქრების გაკეთება.

- შენს გარდერობში ბევრი ბრენდის სამოსია?
- საშუალოდ, ვიძენ ტანსაცმელს იმ მაღაზიებში, რომელიც დღეს ხელმისაწვდომად და დახვეწილად ითვლება. სხვათა შორის, საკონცერტო ტანისამოსსაც ზუსტად იმავე მაღაზიებში ვარჩევ და ვყიდულობ, სადაც ყოველდღიურ სამოსს.

- რა არის საუკეთესო საჩუქარი შენთვის?
- ჩემთვის ალბათ ყველაზე კარგი საჩუქარი საათია, რადგან ძალიან მიყვარს ეს აქსესუარი და სამახსოვროდაც მრჩება.

- წონის პრობლემა ხომ არ გაქვს?
- არასდროს მქონია წონის პრობლემა და არც ახლა მაქვს. ვჭამ ძალიან ხშირად და ცოტ-ცოტას.


ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)







  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0