თქვენ შეგიძლიათ გახდეთ მწერალი საიტზე და მიიღოთ მცირე ოდენი ანაზღაურება (დასაწყისისათვის მცირე)
   დამატებითი ინფორმაციისათვის შედით  ლინკზე: mwerali.GoGoNa.In



  


chillbox


 
ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, თუ გავეცნობოდით ტერმინის შესახებ ცნობებს , მომავალში კი უშუალოდ ხელოვნების დარგებს
ხელოვნება... ეს არის ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა „ხელოვნება", აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით,ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს... ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.

ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი „ხელოვნება" გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა, საბრძოლო ხელოვნება) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო, კომიქსი).

ხელოვნების ძირითადი დარგებია:
1.არქიტექტურა
2.გრაფიკა
3.დეკორატიული ხელოვნება
4.თეატრი
5.კინოხელოვნება
6.ლიტერატურა
7.მუსიკა
8.საბრძოლო ხელოვნება
9.სკულპტურა
10.ფერწერა
11.ფოტოგრაფია
12.ქორეოგრაფია
ცოტა რამ ხელოვნების შესახებ...

ცოტა რამ ხელოვნების შესახებ...







  

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



სულ კომენტარები ..  0


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0






პანელი



ტოპ 5 ავტორი

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

GvAncI
null

სიახლეები: 232
კომენტარები: 1
რეპუტაცია: 5


alisa
null

სიახლეები: 156
კომენტარები: 40
რეპუტაცია: 0


SellY_M
null

სიახლეები: 121
კომენტარები: 50
რეპუტაცია: 2


None
null

სიახლეები: 115
კომენტარები: 71
რეპუტაცია: 2


Tamoo
null

სიახლეები: 47
კომენტარები: 9
რეპუტაცია: 3


ბოლო დარეგისტრირებული

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0